„ნიკოლოზ წურწუმიას, ბანკისთვის ფული არ მოუთხოვია“ – ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“

„ბანკში შეჭრა, პროტესტის ფორმა იყო, „საქართველოს ბანკში“ შეჭრისა და მძევლების აყვანის დროს, ნიკოლოზ წურწუმიას, ბანკისთვის ფული არ მოუთხოვია“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ბანკზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულმა ნიკოლოზ წურწუმიას ადვოკატმა, გიორი ბარდაველიძემ განაცხადა.

ადვოკატი ამბობს, რომ წურწუმიამ აღნიშნული ქმედებით მხოლოდ პროტესტი გამოხატა:

„ბანკში შეჭრა პროტესტის ფორმა იყო, რომ, მევალეებს მისი კუთვნილი 11 ათასი დოლარი დაებრუნებინათ.

გარკვეულმა პირთა წრემ, რომლებსაც ამ ოჯახის დავალიანება აქვთ, რიგი ქმედებები განახორციელეს, რამაც, ნიკა წურწუმია აიძულა, პროტესტის ამ ფორმისთვის მიემართა. მას უნდოდა, მისი დარღვეული უფლება აღდგენილიყო. გარდა ამისა, მან ინფორმაცია საჯარო გახადა, რათა სხვათა უფლებებიც აღარ დაერღვიათ“, – განაცხადა ნიკოლოზ წურწუმიას ადვოკატმა გიორგი ბარდაველიძემ, „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები