შსს „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისში, “ნამახვან ჰესის” მშენებლობის შესახებ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილზე მიმდინარეობს საპოლიციო ძალების მობილიზება.

“მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს“, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი თემები