“მნიშვნელოვანია, რომ პირბადე და სოციალური დისტანცირების წესები ზედმიწევნით დავიცვათ” – თამარ გაბუნია

შემთხვევების რაოდენობა დღეს იყო 238, მაღალი იყო ძალიან ტესტირების მაჩვენებელი. თუმცა, მაინც ჩვენ ვინარჩუნებთ სიფრთხილეს და ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ეპიდემიოლოგიურ ტენდენციას, დადებითობის მაჩვენებელს. მოსალოდნელი გახსნები გარკვეულწილად არის რისკის მატარებელი ნებისმიერ შემთხვევაში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე კვირა იქნება ასევე ინტენსიური დაკვირვების პერიოდი.

„ხვალ კიდევ ერთი ეტაპი იწყება შეზღუდვების შემსუბუქების. რა თქმა უნდა, აქაც მთავარი მოლოდინი და მოთხოვნა არის, რომ ბიზნესგარემო და ის მარეგულირებელი წესები, რომელიც კონკრეტული წესებისთვის იყო შემუშავებული იგივე სპორტდარბაზებთან დაკავშირებით, იყოს ზედმიწევნით დაცული. ეს არის პირველი გარანტია, რომ რისკები შემცირდეს და ასევე რაც მთავარია, პირბადის გამოყენება არ უნდა დაგვავიწყდეს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ასევე გავრცელდა მონაცემები იმის შესახებ რომ 43 პროცენტზე ჩამოვიდა პირბადის გამოყენების მაჩვენებელი, რაც ყველაზე სარისკოა ამ სიტუაციაში. მნიშვნელოვანია, რომ პირბადე და სოციალური დისტანცირების წესები ზედმიწევნით დავიცვათ, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ უსაფრთხოდ გავიაროთ გახსენების მომდევნო ეტაპი და უკვე გადავიდეთ იმაზე, რომ დავიწყოთ შემდეგი შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი“, – განაცხადა გაბუნიამ.

მსგავსი თემები