“ჩვენი ამოცანაა, დღის ბოლომდე მოხდეს საბოლოო შეთანხმება” – დავით ბაქრაძე

  •  

დღეს, მოლაპარაკებებში გვქონდა პოზიტიური დინამიკა, მაგრამ ასევე მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ შეთანხმება მიღწეული ჯერ არ არის. შეხვედრები გაგრძელდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით ბაქრაძემ ევროპული საბჭოს წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბაქრაძის იმედოვნებს, რომ შეთანხმება დღის ბოლომდე შედგება.

„ჩვენ კიდევ გვექნება შეხვედრა და იმედია, ყველა ერთად მოვახერხებთ, რომ პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ და გამოსავალი მოვძებნოთ. პროგრესი იყო დღევანდელ შეხვედრაზე. გრძელდება მსვლელობა შეთანხმებისკენ. იმედია, მოვახერხებთ, რომ შეთანხმება შედგეს და ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ. ჩვენი ამოცანაა, დღის ბოლომდე მოხდეს საბოლოო შეთანხმება. შემიძლია ლოგიკურად ვივარაუდო, რომ ხელისუფლებასთან ერთადაც გაიმართება შეხვედრა, თუმცა ამას მე არ ვწყვეტ“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მსგავსი თემები