სავაჭრო ცენტრები ითხოვენ, მუშაობის საშუალება 15 დეკემბრიდან 3 იანვრამდე მიეცეთ

მიმართვა პრემიერ-მინისტრს და ანტიკრიზისულ საბჭოს – დიდი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

სავაჭრო ცენტრების განცხადებით, მათი მხრიდან უსაფრთხოების წესები ზედმიწევნით დაცული იყო და შესაბამისად, მათი ობიექტები არასდროს გამხდარა ვირუსის გავრცელების ცხელი წერტილი. სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ გადარჩენის რეჟიმში უწევთ ყოფნა და 6 სავაჭრო ცენტრის ყოველდღიური ზარალი მთლიანობაში თითქმის 10 მილიონს აღწევს, მათ მიერ დასაქმებულ 17 000 ადამიანს კი ობიექტების დაკეტვის შემთხვევაში სამუშაოს გარეშე დარჩენა ემუქრება.

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათთვის მოულოდნელი იყო შეზღუდვების მასშტაბი და სფეროში არსებული პრობლემის მეტ-ნაკლებად მოსაგვარებლად და არსებული რეალობის გათვალისწინებით ხელისუფლებას სთავაზობენ, რომ დეკემბრის თვის განმავლობაში 15 დეკემბრიდან, ნაცვლად 24 დეკემბრისა, 3 იანვრამდე  მუშაობის საშუალება მიეცეთ.

მსგავსი თემები