არის შემთხვევები, როცა კომპანიები თანამშრომელთა დაინფიცირების შესახებ ინფორმაციას მალავენ

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო ბიზნესს გვერდში უდგას, თუმცა, არის კონკრეტული შემთხვევები, როცა არაკეთილსინდისიერად იქცევიან. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველა მსგავს შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.     

„იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა დიდი რაოდენობა დასაქმებულების დაინფიცირდა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ, ბოლო 6-7- თვის განმავლობაში, ყველანაირად ვუდგევართ ბიზნესს გვერდით, ისევე, როგორც სოციალური თვალსაზრისით ჩვენს მოქალაქეებს. ყველას თავისი პასუხისმგებლობა აქვს. შემთხვევა იყო, როდესაც რამდენიმე კომპანიამ სცადა რაღაც, შეფერილობებით, თითქოს პოლიტიკურ პროცესში იღებდნენ მონაწილეობას, მუშაობა რომ გაეგრძელებინათ. პირადად გეუბნებით, ყველა მათგანი იქნება დაჯარიმებული. თუ ეს შემთხვევები გაგრძელდება, მეორე შემთხვევა არის სს საქმე და ყველაგან აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

მსგავსი თემები