„ევროპის ქვეყნებს შორის შუაში ვართ“ – ამირან გამყრელიძე

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის“ დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს სისტემა გადატვირთულია, თუმცა, ყველაფერი ჩადგება ჩარჩოებში.

ინფიცირებულთა რაოდენობის ინტენსიური ზრდის მიუხედავად, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ისეთი დიდი არ არის, როგორც ევროპის მთელ რიგ ქვეყნებშია… ჯერჯერობით, ყველაფერი მართვადია. მილიონ მოსახლეზე გადათვლით, ჯერჯერობთ ქვემო პოზიციაზე ვართ. ბოლო ორი კვირის ინციდენტებით ანუ 100 ათას მოსახლეზე, ევროპის ქვეყნებს შორის შუაში ვართ“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან და აღნიშნა, რომ რამდენიმე დღეში, გადატვირთული სისტემა ჩარჩოებში მოექცევა.  

მსგავსი თემები