აჭარაში კორონავირუსის დიაგნოზით 4 პაციენტი გარდაიცვალა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა.

უწყების ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 207 კოვიდ დადებითი პაციენტი, ხოლო ინფიცირებულებულთა რაოდენობა 189-ით გაიზარდა.

“აჭარაში მკურნალობას გადის: Covid კლინიკებში – 550 პაციენტი, 15 არასრულწლოვანი, 26 ორსული.
რეანიმაციაში მოთავსებულია – 53 პაციენტი. თავისუფალი საწოლები- 47. Covid სასტუმროებში- 763, არასრულწლოვანი – 65. აჭარაში ბინაზე 900-მდე პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან,” – აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის უწყებაში. 

მსგავსი თემები