სუს-ი სოსო გოგაშვილის დაკავებაზე განცხადებას აკეთებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი დაკავებულია. სუს-ი დაკავებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ გოგაშვილის დაკავება ერთ-ერთ მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით მოხდა.

„დაკავება მოხდა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩატარდა ჩხრეკის ოპერაცია მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე და არა ახალ საქმეზე. ჩხრეკის შედეგად კი მისი დაკავება გარდაუვალი გახდა“ – აცხადებენ სუს-ში და სხვა, დამატებით ინფორმაცის არ ავრცელებენ.

შეგახსენებთ, რომ სოსო გოგაშვილი წუხელ, სპეცოპერაციის შედეგად საკუთარ სახლში დააკავეს. დაკავებამდე კი მან განცხადება გაავრცელა, სადაც მმართველ გუნდს გარკვეული მასალების გასაჯაროებით დაემუქრა. ასევე, აღნიშნა, რომ 2021 წლის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები მან დიპლომატიურ კორპუსსა და არასამთავრობო სექტორს გადასცა და ყველა შოკირებულია.

“კანალიზაციის მანქანა მოვიდა, ვითომ ჭა უნდა გაეწმინდათ, მერე გადმოცვივდნენ ჯარისკაცები“ – სპეცოპერაცია სოსო გოგაშვილის სახლში

მსგავსი თემები