ამერიკის პრეზიდენტის ოჯახი კოვიდინფიცირებულია

დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს, აშშ-ს პირველ ლედის „კორონავირუსი დაუდასტურდათ“. როგორც აშშ-ს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, პასუხი დადებითია და კარანტინში გადადიან.

„იწყება კარანტინისა და გამოჯანმრთელების პროცესი,“- წერს ტრამპი „ტვიტერის“ გვერდზე.

სავარაუდოდ, ტრამპის ოჯახს „კორონავირუსი“ პრეზიდენტის მრჩევლისგან გადაედო. დონალდ ტრამპის ოჯახი კარანტინში იმყოფება.

მსგავსი თემები