“მოსახლეობას არ უნდა მოვექცეთ შინაური ცხოველებივით” – გედევან ფოფხაძე (ვიდეო)

“ყველასათვის გასაგებია, რომ ეს სოციალური პაკეტი არათუ მინიმუმია, ესეც, რომ არ გაეკეთებინათ რევოლუცია მოხდებოდა”, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა გედევან ფოფხაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადა.

ფოფხაძე თვლის, რომ ხელისუფლება ხალხს, როგორც შინაურ ცხოველებს არ უნდა ექცეოდეს.

„ამ სოციალური პაკეტით შეიძლება ხალხს შეექმნას ილუზია, რომ არსებობს მხოლოდ ხელისუფლება. შინაური ცხოველები რატომ არ გარბიან ტყეში, იმიტომ, რომ მათ იქ, სადაც არიან აქვთ გარანტირებული საკვები.

თუ მოსახლეობას, როგორც შინაურ ცხოველებს ისე მოვექცევით და ასეთი ამოცანა თუ აქვს ხელისუფლებას, რომ მე შენ გაჭმევ და ჩემი დამსახურებაა შიმშილით თუ არ კვდებით, ასეთ საარჩევნო სისტემაზე თუ გვინდა ამომრჩეველი მოვარგოთ, მაშინ მივიღოთ ის სიტემა, რაც გვაქვს. ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ხალხს ასე არ უნდა ექცეოდეს, თუ ხალხს წაართმევენ საარჩევნო უფლებას და დაუნიშნავენ არჩევნებს, ჩვენ ამ შემთხვევაში არც შინაური ცხოველებისგან და არც “კომუნისტური რეჟიმისგან” შორს არ ვიქნებით,“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მედიაცენტრ მთავარისმასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები