ხანძარი გონიოში – „მგზავრებში“ ძლიერი კვამლის გამო რამდენიმე ვიზიტორი კლინიკაში გადაიყვანეს

გონიოში სასტუმრო “მგზავრებში” ხანძარი იყო. სასტუმროს ერთ-ერთ კორპუსში ლიფტის შახტში დაკვამლიანება დაიწყო, რაც ხანძრის კერად იქცა. ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.

ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხდა, თუმცა დაკვამლიანების გამო, სასტუმროში მცხოვრებ 10-მდე პირს სუნთქვის პრობლემა შეექმნა და ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

მსგავსი თემები