„გუშინ მოთავსებულ ორ პაციენტთან უკვე ჩატარდა კვლევა, ახალ კორონავირუსზე და მიღებული არის უარყოფითი პასუხი, ანუ გამოირიცხა ახალი კორონავირუსით”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, მათ „ბე“ ტიპის ვირუსი აღენიშნებათ.
“ამ ეტაპზე ჩინეთის მოქალაქეს დაუდასტურდა, რომ აქვს „ბე“ ტიპის გრიპის ვირუსი, ხოლო მეორე პაციენტთან ეტიოლოგიაა ამ ვირუსული ინფექციის. რაც მთავარია, ორივე პაციენტთან გამორიცხულია კორონავირუსი. ორივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტები შესაძლებელია, გაეწერონ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და იქ გააგრძელონ მეთვალყურეობა სრულ გამოჯანმრთელებამდე“, – განაცხადა ეზუგბაიამ.