უნგრეთი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ეროკავშირის გადაწყვეტილებას ბლოკავს – მედია

უკრაინული მედია, პოლონურ რადიო RMF FM-ზე დაყრდნობით წერს, რომ უნგრეთმა დაბლოკა ინიციატივა, ევროკავშირს გამოეხატა პროტესტი საქართველოს ხელისუფლების მიმართ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

უკრაინული მედიის ცნობით, პოლონეთი გამოვიდა ინიციატივით, სააკაშვილისთვის პატიმრობის ვადა შეეჩერებინათ, რათა მას საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მისცემოდა. აღნიშნული წინადადება უნდა შესულიყო ევროკავშირის დიპლომატიურ პროტესტში, რომლის გამოხატვასაც ოფიციალური თბილისის მიმართ აპირებდნენ.

პოლონეთის წინადადებას უნგრეთის გარდა ევროკავშირის ყველა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.

მედია წერს, რომ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესმდივანმა უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინა მიხეილ სააკაშვილის საქმის გამო ევროკავშირის შესაძლო პროტესტზე.

მსგავსი თემები