მღვდელმსახურება შეჩერებული სასულიერო პირი პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს – ინტერვიუ ანდრია სარიასთან

  •  

მღვდელმონაზონ ანდრია სარიას საქართველოს პატრიარქმა მღვდელმსახურება შეუჩერა და სინანულისთვის დრო მისცა. როგორც სასულიერო პირი „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში აცხადებს, ის ამ გადაწყვეტილებას ელოდა, სინანულისთვის მიზეზს ვერ ხედავს და პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს.

მედიაცენტრი მთავარი:“ მამა ანდრია, საპატრიარქოს დოკუმენტს უკვე გაეცანით, აპირებთ სინანულს?

მამა ანდრია სარია: დოკუმენტი ვნახე, რომ ვითომ, ცილისწამებისა და  მედიით გაკეთებული განცხადებების გამო შემიჩერეს მღვდელმსახურება, მაგრამ, პირადად რაც მომახსენეს, ეს არის მამა გიორგი მამალაძესთან მისვლა, მონახულება და ის გაკეთებული განცხადებები, რაც ციანიდის საქმესთან დაკავშირებით გავაკეთე. არადა,  როცა ციანიდის თემაზე მთელი 3 წელიწადია ვსაუბრობ.

მედიაცენტრი მთავარი:“  თქვენ, „მედაცენტრიმთავარშისტუმრობისას გააკეთეთ განცხადებას, რომ მსგავს გადაწყვეტიებასელოდით… შესაბამისად, ამაში მოულოდნელობა არაფერი ყოფილა?

მამა ანდრია სარია: რა თქმა უნდა, ველოდი. იმის მერე, რაც მეუფე პეტრეს უსამართლოდ გაუკეთეს, ეს არც გამკვირვებია. ეს არის შურის მაძიებელთა გუნდის გადაწყვეტილება, რომლებიც არა თუ ღმერთს, არამედ, ეშმაკს ემსახურებიან.

მედიაცენტრი მთავარი:“ პატრიარქთან შეხვედრას ითხოვთ?

მამა ანდრია სარია: დიახ, პირადად ვითხოვ პატრიარქთან შეხვედრას და მისგან მოსმენას, რის საფუძველზე და რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. აქ რა წერია და  რას ამბობენ ერთია, თუმცა, მთავარია, თავად პატრიარქისგან მოვისმინო მიზეზები დავიჯერო, რომ პატრიარქმა ეს გადაწყვეტილება მოსმენილის გამო მიიღო. მინიმუმ, ერთი სიყვარულის აქტი მაინც განეხორციელებინა და ეთქვა, მამაო, ამას რატომ აკეთებ… როცა სადამსჯელო ღონისძიებებს მიმართავენ დ თან არ გეუბნებიან რეალურ მიზეზს, რატომ გსჯიან, ეს არ არის ღმერთის სამსახური.

მედიაცენტრი მთავარი: პატრირქთანშეხვედრის შესახებ ვინ ჩააყანეთსაქმის კურსში და რა პასუხი მიიღეთ?

მამა ანდრია სარია:  პატრიარქის პირად მდივანს მამა მიქაელ ბოტკოველს ვესაუბრე. ეს განცხადებაც მისგან მივიღე. 2 დღის უკან მიუღიათ გადაწყვეტილება ჩემს შესახებ და მე დღეს გამაგებინეს. პატრიარქი ახლა ქობულეთშია და ამასთან დაკავშირებითაც მაქვს  კითხვები. 2 დღის წინ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დღეს რატომ მაცნობეს?

მამა მიქაელ ბოტკოველმა დამირეკა და მითხრა, პატრიარქის განცხადების მთავარ აქტს გაცნობებო. მე არასდროს მქონია ფუფუნება, პირადად მესაუბრა პატრიარქთან იმ საკითხებზე, რაც დაგროვილია ეკლესიაში. ბოტკოველმა მითხრა, ტელეფონით ვერ შევეხმიანები და როცა ვნახავ, დაველაპარაკებიო. ვუთხარი, რომ ჩემთვის უარიც პასუხია.  

მედიაცენტრი მთავარისმასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები