რამდენიმე დღიანი უარის შემდეგ, ირანმა აღიარა, რომ თეირანში, უკრაინული თვითმფრინავი მათ ჩამოაგდეს, თუმცა, შემთხვევით.
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების მიზეზი “ადამიანური გადაცდომაა” და მათ „ბოინგ 737“ შემთხვევით ჩამოაგდეს.
ინფორმაცია გე შტაბის აღიარების შესახებ ირანულმა მედიამ გაავრცელა. მათი ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოდგება წინასწარ განზრახული არ ჰქონიათ და ყველა დამნაშავეს სათანადოდ დასჯის პირობას დებენ.
შეგახსენებთ, რომ ირანი კატეგორიულად უარყოფდა რომ უკრაინული თვითმფრინავი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო და სათანადო არგუმენტებსაც აყალიბებდა. 8 იანვარს უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებას 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები.