აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა. შესაბამის ბრძანებას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა.
CNN-ის ინფორმაციით, სანქციები ირანის სამშენებლო, ქსოვილისა და მადნების მომპოვებელ კომპანიებს დაუწესდათ. ამასთანავე სანქციები დაუწესდა 8 ირანელ მაღალჩინოსანს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით, სანქციები იქამდე გაგრძელდება,სანამ ირანი პოლიტიკას არ შეცვლის.