,,ჩვენ გავაგრძელებთ სპეცოპერაციას მანამ, სანამ ყველა ამოცანა არ შესრულდება“- სერგეი შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის თავდაცვის მინისტრთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ  რუსეთი უკრაინაში ,,სპეცოპერაციას” მიზნის მიღწევამდე გააგრძელებს.

„კიევის რეჟიმისთვის დასავლეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი დახმარების აღმოჩენისა და რუსეთზე სანქციების გზით ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ გავაგრძელებთ სპეცოპერაციას მანამ, სანამ ყველა ამოცანა არ შესრულდება“, – განაცხადა შოიგუმ.

შოიგუს თქმით, რუსეთი ხელს უწყობს კონფლიქტის ზონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას.

„იმისთვის, რომ მოსახლეობამ დასახლებები დატოვონ, გამოცხადებულია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და იქმნება ჰუმანიტარული დერეფნები“, – აღნიშნა შოიგუმ.

მსგავსი თემები