,,საბოლოოდ შევძელით უკრაინისთვის ძლიერი მორალური მხარდაჭერის ჩვენება”- ხავიერ ბეტელი

,,მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ შევძელით უკრაინისთვის ძლიერი მორალური მხარდაჭერის ჩვენება. კანდიდატის სტატუსი არ არის წევრობა, მაგრამ აჩვენებს გზას და საშინაო სამუშაოები უნდა გაგრძელდეს,”- ამის შესახებ  ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა, ხავიერ ბეტელმა განაცხადა.

მისი თქმით, საშინა სამუშაოების შესრულება უნდა გაგრძელდეს.

„რამდენიმე კვირის წინ, როდესაც უკრაინის კანდიდატის სტატუსზე ვსაუბრობდით, დარწმუნებული არ ვიყავი, რომ გუშინ შეთანხმებას მივაღწევდით; მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ შევძელით უკრაინისთვის ძლიერი მორალური მხარდაჭერის ჩვენება. კანდიდატის სტატუსი არ არის წევრობა, მაგრამ აჩვენებს გზას და საშინაო სამუშაოები უნდა გაგრძელდეს. ყველა ვთანხმდებით, რომ კომისიას ვავალებთ ანგარიშის მომზადებას. მათ ეს გააკეთეს. მათ სტატუსი მიანიჭეს მოლდოვას, უკრაინას, მაგრამ არა საქართველოს. თუ მათ დავავალებთ სამუშაოს შესრულებას, როდესაც გადაწყვეტენ რაიმეს და შემდეგ ამას შემოგვთავაზებენ, ვერ ვიტყვით შემდეგ, რომ ამას არ ვეთანხმებით. ასე რომ, მოხარული ვარ, რომ გუშინ ჩვენ მივიღეთ კომისიის ინსტრუქციები და პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვიდეომიმართვით ჩვენთან შეხვედრაზე თქვა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ეს, მოსახლეობის მოტივირებისთვის, რომ არ დანებდნენ“, – განაცხადა ხავიერ ბეტელმა.

მსგავსი თემები