,,ჩვენ მზად ვართ, შემდგომი ერთობლივი მუშაობისთვის”- სიიარტო კულებასთან შეხვედრაზე

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო  დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ უნგრული მხარე მზადაა, შემდგომი ერთობლივი მუშაობისთვის უკრაინასთან ერთად.

,,აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ აღვადგინოთ ნდობის ატმოსფერო ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. ვფიქრობ, ამ მიმართულებით იმედის მომცემი ნაბიჯები გადავდგით. ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი და ბევრი სამუშაო იქნება, მაგრამ უნგრეთის მხრიდან ჩვენ მზად ვართ, შემდგომი ერთობლივი მუშაობისთვის. მოლაპარაკებებზე დროის ნაწილი ეროვნული უმცირესობების საკითხს დავუთმეთ. ვთხოვთ უკრაინის მთავრობას, უზრუნველყოს ის უფლებები, რომლებითაც უნგრული უმცირესობის წარმომადგენლები 2015 წლამდე სარგებლობდნენ. ვიმედოვნებთ, რომ შედეგი იქნება მიღწეული და მიღწეული გადაწყვეტილებები დაფიქსირებული იქნება კანონმდებლობაში”, – განაცხადა სიიარტომ.

მსგავსი თემები