,,აშშ ელოდება, რომ უნგრეთი დაამტკიცებს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას”- ენტონი ბლინკენი

აშშ ელოდება, რომ უნგრეთი დაამტკიცებს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მომდევნო კვირებში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-ს კარი ყოველთვის ღია იყო და რჩება ღია სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის უკრაინისთვის.

„შვედეთს აქვს უზარმაზარი შესაძლებლობები ალიანსის ყველა სფეროში. გასული კვირის ბოლოს თურქეთმა დაამტკიცა შვედეთის გაწევრიანება ნატო-ში. უნგრეთს ახლა მოუწევს მოქმედება, რათა დაასრულოს პროცესი, შვედეთის გაწევრიანება. მე ველოდები, რომ ეს მოხდება მომდევნო კვირებში, როდესაც უნგრეთის პარლამენტი მუშაობას დაუბრუნდება“, – განაცხადა ბლინკენმა.

 

 

მსგავსი თემები