ბათუმის დინამოს პრეზიდენტის შვილი ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ბრალდებით დააკავეს

ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტის შვილი ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

რეგიონული გამოცემა Ajaratimes.ge  ცნობით, გურამ ბერიძე ე.წ. ქუჩურ გარჩევაში მონაწილეობდა. შემთხვევა ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ბერიძეს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

მსგავსი თემები