,,ზელენსკი დავარწმუნე, რომ ჩვენ კვლავ გვექნება უკრაინის მხარდამჭერი პოლიტიკა”- დუდა

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, ზელენსკი დაარწმუნა, რომ მათი პოლიტიკა უკრაინის მიმართ იქნება სტაბილური.

„მე დავარწმუნე პრეზიდენტი ზელენსკი, რომ ჩვენი პოლიტიკა უკრაინის მიმართ იქნება სტაბილური, კვლავ გვექნება უკრაინის მხარდამჭერი პოლიტიკა. დავარწმუნე, რომ მას შეუძლია, მშვიდად დაიწყოს მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან, რომელიც რამდენიმე დღეში კიევში ჩავა“, – წერს დუდა.

მსგავსი თემები