დრონებით შეტევა ოდესაზე – დაშავდა სამი ადამიანი

რუსეთმა ღამით, ოდესაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. რაიონის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის ინფორმაციით, იერიშის შედეგად დაშავდა 3 ადამიანი.

ამასთან, დაზიანდა საცხოვრებელი სახლი, საიდანაც 130 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.

ოდესის მერის განცხადებით, პრიმორსკის რაიონში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, დაიწვა მანქანებიც.

 

მსგავსი თემები