„ძალიან სწორია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი მიიღო“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილებაა და საქართველო ამ ქვეყნებთან შეჯიბრში არ უნდა ოყოს.

„ძალიან სწორია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ, რომლებიც სხვა პირობებში იმყოფებოდნენ, კანდიდატის სტატუსი მიიღეს. ჩვენც ამისი იმედი გვქონდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ, ჩვენ რაღაცნაირად ერთმანეთთან შეჯიბრში ვართ. ეს არ არის სილამაზის შეჯიბრი. შეჯიბრი თუ არსებობს, არსებობს ჩვენს თავთან“ – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტს შეფასებით, საქართველოს ევროკავშირის წინაშე აქვს გამოწვევები და ეს გამოწვევები შესასრულებელია.

„თითოეულმა ქვეყანამ უნდა შეასრულოს ის რეფორმები და ის რეკომენდაციები, რაც გვეხება. ჩვენს შემთხვევაში 12-ია და ეს 12 რეკომენდაცია არის გამოწვა მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, რამდენად შევასრულებთ, რა სისწრაფით შევასრულებთ, რა ეროვნული თანხმობით შევასრულებთ ამ რეკომენდაციებს და არა ცალ-ცალკე და ერთიმეორეს წინააღმდეგ. ჩვენ ჩვენ თავთან გვაქვს ეს გამოწვევა და არავისთან შედარებები არაფერს გვაძლევს, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ სოლიდარულები ერთმანეთის და უნდა ვიყოთ კიდევ უფრო მკაფიოდ, იმიტომ, რომ სოლიდარობა რუსეთსა და რუსეთის ქმედებებზე ჩვენი ნამდვილი პასუხი არის,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მსგავსი თემები