რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ აფხაზეთში “ანტიტერორისტული წვრთნა” ჩაატარეს

რუსეთმა დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში “ანტიტერორისტული წვრთნები” ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას “ეხო კავკაზა” რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე სამხრეთ სამხედრო ოლქის სამხედრო ბაზაზე „ჩატარდა სწავლება იმიტირებული უკანონო შეიარაღებული ჯგუფების თავდასხმის მოსაგერიებლად“.

„პერსონალს მიეცათ სხვადასხვა შესავალი დავალებები, რომლებიც უნდა შეესრულებინათ საბრძოლო მიახლოებულ პირობებში. განგაშის სიგნალის შემდეგ ანტიტერორისტული დანაყოფები გადავიდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც იმიტირებული მტერი იმყოფებოდა, რომელიც სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდა. რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული სიტუაციის შესაქმნელად სამხედრო მოსამსახურეებმა გამოიყენეს ცარიელი ვაზნები, კვამლის ბომბები და იმიტირებული ყუმბარები“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, ქვედანაყოფის პერსონალმა „შეიმუშავა ტერორისტული ჯგუფის დაბლოკვის მოქმედებების კოორდინაცია, გადაწყვეტილების მიღების უნარები საგანგებო სიტუაციებში და დაზვერვის, კომუნიკაციისა და სათვალთვალო აღჭურვილობის დაუფლება“.

მსგავსი თემები