ბათუმის კლინიკაში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 6 წლის ბავშვი დაიღუპა

ბათუმის კლინიკაში 6 წლის ბავშვი დაიღუპა, რომელიც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით გალიდან 2 დღის წინ მშობლებმა თავდაპირველად ზუგდიდში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ”მთავარი არხი” ავრცელებს.

ექიმების განცხადებით, ბავშვს პოლიორგანული უკმარისობა აღენიშნებოდა, გამოხატული იყო სუნთქვისა და გულსისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა.

მცირეწლოვანი ბათუმის კლინიკაში შეყვანიდან რამდენიმე საათში ის დაიღუპა.

მსგავსი თემები