რა საერთო გაქვთ მერაბ კოსტავასთან და ილია ჭავჭავაძესთან, როდესაც მათ ციტირებთ – ხერხეულიძე ,,ოცნებას”

შეიარაღებულ ძალებს ვულოცავ დღევანდელ დღეს და დიდება ზვიად გამსახურდიას სახელს, რომელიც გახლავთ ამ საქმის ფუძემდებელი და რომელსაც სწორედ რუსებმა სამეგრელოს ტყეში მოუსწრაფეს სიცოცხლე, – ამ სიტყვებით დაიწყო ენმ-ის დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლა.

ხერხეულიძე რუსული კანონის მხარდამჭერ ,,ოცნების” შეკრებას გამოეხმაურა:

,,თქვენ რაც ყველაზე ცუდი გააკეთეთ,  გუშინ გააკეთეთ ის, რომ მთაწმინდა გადმოაპირქვავეთ. ადამიანები, რომლებიც ღირსებით არიან საქართველოს ისტორიაში დამკვიდრებული, მათი სახელები გამოიყენეთ სპეკულაციის სახით, სრულიად სხვა გაგებით. მე არ მესმის რა საერთო და სულიერი ნათესაობა გაქვთ მერაბ კოსტავასთან და ილია ჭავჭავაძესთან, როდესაც მათ ციტირებთ”, – თქვა ხერხეულიძემ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი იყო პირველი, რომელმაც საქართველოში ევროკავშირის დროშა აღმართა და მისი შედარება ივანიშვილთან, უსამართლობაა.

მსგავსი თემები