დანილოვის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში უკრაინელი სამხედროები შესაძლოა, რუსეთის ტერიტორიაზე შევიდნენ

უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, საჭირო თუ გახდება უკრაინელი სამხედროები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შევლენ.

„ჩვენი ქვეყნის დასაცავად საჭირო თუ იქნება რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნა, ჩვენ იქ ვიქნებით და არავის შევეკითხებით. ყველა საუბარი, რომ ვიღაცის გაღიზიანება არ არის საჭირო, სისულელეა“, – განაცხადა დანილოვმა.

მისივე თქმით, რუსეთი აგრძელებს ბელარუსის პრეზიდენტზე ზეწოლას, რომ ბელარუსი ომში ჩააბას, მაგრამ დანილოვი მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე შეთანხმება მიღწეული არ არის.

მსგავსი თემები