როგორია კოსტა სანიკიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მომღერალ კოსტა სანიკიძის მეგობარი სალომე ბარათაშვილი სოციალურ ქსელში კოსტას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.  მისი თქმით, დაჭრილი კოსტა სანიკიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა  ამ დროისთვის სტაბილურია.

„უღრმესი მადლობა უკლებლივ ყველას. ისეთი შეტყობინებები მომდის ახლაც მეტირება. რამხელა სიყვარული შეგვძლებია და თანადგომა თუ მოვინდომებთ. ამაყი ვარ, რომ ჩემს გარშემო ამდენი კეთილი ადამიანი გაერთიანდა. კოსტა ამ დროისთვის სტაბილურადაა, მთავარია გონს მოვიდა და მალე დაგვიბრუნდება აუცილებლად უჯანმრთელესი. ამ ბიჭზე რამდენი შემიძლია ვილაპარაკო კი იცით. სიყვარულის და სიკეთის ადამიანია ხალხო, გეფიცებით. ვინც ცოტათი მაინც იცნობს დამეთანხმება. მე სიტყვები არ მეყოფა, რომ თქვენ მადლობა გადაგიხადოთ. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, მხოლოდ სიკეთე გადაარჩენს კაცობრიობას. ჰოდა მოდი, გადარჩენა ავირჩიოთ, ხო ჩვენი ნებაა, არა?! და დაიმახსოვრეთ, ჩვენ არ ვიცით რა იქნება ხვალ და დღეს სიყვარული არ უნდა გადავდოთ. მე თქვენ მიყვარხართ!“. – წერს სალომე ბარათაშვილი.

მსგავსი თემები