გვჭირდება სიგნალი რუსეთის მიმართ, რომ მსოფლიო არ დაიღლება თავისუფლებისა და საერთაშორისო წესრიგის დაცვით – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი  საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, რუსეთს  სიგნალი მისცეს, რომ მსოფლიო არ დაიღლება უკრაინის დახმარებით.

,,ჩვენ ვაგრძელებთ მზადებას ამ კვირაში დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიებებისთვის. იქნება მნიშვნელოვანი აქტივობა – ახალი კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან. ახლა მთავარია, უკრაინის მხარდაჭერა მომავალ წელსაც საკმარისი იყოს. მადლობას ვუხდი ყველა ქვეყანას, რომლებიც ჩვენ გვერდით არიან და განიხილავენ ამას ისე, როგორც ჩვენ. ჩვენ ახლა გვჭირდება სიგნალი რუსეთის მიმართ: რაც არ უნდა გააკეთონ, მსოფლიო არ დაიღლება თავისუფლებისა და საერთაშორისო წესრიგის დაცვით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები