„ადრე თუ გვიან, ეს უნდა მომხდარიყო“ – პუტინი მოხრას არ აპირებს

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მისთვის მოხრილი ცხოვრება მისაღები არ არის, როგორც ამას ზოგიერთი ქვეყანა აკეთებს. პუტინის განცხადებით,  მას სანქციები არ აშინებს და ყველაფერი მოგვარებადია.

„ხალხი მიხვდება, რომ არ არსებობს ისეთი რამ, რასაც ჩვენ ვერ მოვაგვარებთ“, – აცხადებს პუტინი და დასავლეთის არამეგობრული ქმედებების გამო აკრიტიკებს.

მისი თქმით, ბევრი ქვეყანა მოხრილია, თუმცა, რუსეთი დამცირებულად ვერ იცხოვრებს.

„ბევრი ქვეყანა ადაპტირებულია, რომ იცხოვროს მოხრილმა და მიიღოს თავისი ბატონის ყველა გადაწყვეტილება. რუსეთი ასეთ სავალალო და დამცირებულ მდგომარეობაში ვერ იარსებებს. ადრე თუ გვიან, ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო“ – ასეთია პუტინის განცხადება.

 

მსგავსი თემები