უკრაინელმა სპორტსმენებმა საქართველოს სახელით მოასპარეზე რუს წყვილს ხელი არ ჩამოართვეს

საქართველოს სახელით ფიგურულ სრიალში მოასპარეზე წყვილს ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას, დაჯილდოების ცერემონიალზე უკრაინელმა წყვილმა კი – ვიოლეტა სეროვამ და ივან ხოტბამ ხელი არ ჩამოართვეს.

ბუდაპეშტში გამართული ფიგურული სრიალის იუნიორების გრან პრის ეტაპზე საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა ოქროს მედალი მოიგო. მათ პირველი ადგილი დაიკავეს, უკრაინელებმა კი მეორე.

დაჯილდოების ცერემონიალზე, საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილი უკრაინულ წყვილთან მისალოცად მივიდა, თუმცა უკრაინელმა წყვილმა ხელის ჩამორთმევასა და მილოცვის მიღება უარი თქვა.

 

მსგავსი თემები