კოსოვოში შეიარაღებული პირები ჯავშანტექნიკით ერთ-ერთ სოფელში შეიჭრნენ

„როიტერის“ ინფორმაციით, კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში შეიარაღებული პირები ჯავშანტექნიკით ერთ-ერთ სოფელში შეიჭრნენ, პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს და სერბულ მართლმადიდებლურ მონასტერში გამაგრდნენ.

თავდასხმა სოფელ ბანსკაში მოხდა.

კოსოვოს პოლიციის ინფორმაციით, ორმხრივი სროლის დროს მოკლულია ერთი ოფიცერი და სამი თავდამსხმელი. მათივე ცნობით, თავდასხმაში სულ 30-მდე პირი მონაწილეობდა.

უცნობია, ვინ დგას თავდასხმის უკან, თუმცა კოსოვოს ხელისუფლება მომხდარში „სერბეთის მიერ დაფინანსებულ კრიმინალებს“ ადანაშაულებს.

„ისინი არიან პროფესიონალები, სამხედრო და პოლიციური გამოცდილებით“, – განაცხადა კოსოვოს პრემიერმა ალბინ კურტიმ.

მსგავსი თემები