მალიორკაზე, აეროპორტში ერთმანეთს ორი თვითმფრინავი შეეჯახა

პალმა დე მალიორკას აეროპორტში ერთმანეთს ორი თვითმფრინავი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 9 საათზე, ასაფრენ ზოლზე მოხდა.

ერთმანეთს პალმა-ფრანკფურტის რეისისა და ბარსელონა-პალმას თვითმფრინავები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად  არავინ დაშავებულა.

ბორტზე მყოფი მგზავრის განცხადებით, შეჯახებამდე თვითმფრინავმა მკვეთრად დაამუხრუჭა, რის შემდეგაც შეჯახების ძლიერი ხმა იყო.

შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი თვითმფრინავს ფრთის წვერი მოტყდა.

მსგავსი თემები