არქეოლოგებმა სამეგრელოში შუასაუკუნეების პერიოდის ეკლესია აღმოაჩინეს

სამეგრელოში, წალენჯიხის რაიონში, არქეოლოგიური გათხრებისას შუასაუკუნეების დარბაზული ტიპის მცირე ზომის ეკლესია აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, არქეოლოგების ყურადღება მიიქცია ჩვინარეს ხეობაში, დაახლოებით, ერთი კილომეტრის მანძილზე, შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს არსებულმა შემაღლებულმა ადგილმა, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 500-550 მეტრის სიმაღლეზე.

„რა თქმა უნდა, მოსახლეობამ ოდითგანვე იცოდა აქ არსებული გარკვეული ნაგებობების შესახებ, თუმცა ისტორიულ მეხსიერებაში შემონახული არ არის, თუ რა იყო აქ და რა დროს შეწყვიტა ფუნქციონირება. გარკვეული სამარხი აღმოჩენილი 2017 წელს, ხის მჭრელების მიერ, რაც გახდა ცნობილი პრესისთვის. მაშინ გამოაქვეყნეს შესაბამისი ინფორმაცია და უკვე დაინტერესდნენ მეცნიერები, დაათვალიერეს, შეადგინეს გარკვეული მონაცემები და შემდეგ უკვე იყვნენ მოლოდინის რეჟიმში, თუ როდის შეიძლებოდა აქ არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება. დღეს არსებული ვიზუალური დათვალიერებითა და წინასწარი მონაცემებით სავარაუდოა, რომ ეკლესია მე-11 მე-12 საუკუნეებამდე უნდა აშენებულიყო “, – განუცხადა მედიას ზურაბ სამუშიამ.

მსგავსი თემები