ჩინურ ვაქცინაზე 14 000 ჯავშანი შეივსო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, როგორც ჩინურ „სინოფარმზე“ ისე „ასტრაზენეკაზე“ ჯავშანი აქტიურად მიმდინარეობს. როგორც გაბუნია განმარტავს, ვაქცინაციის პროცესი აქტიურია პენიტენციურ დაწესებულებებშიც.

„გუშინ დაიწყო რეგისტრაცია „სინოფარმის“ ვაქცინაზე. შესაძლებელია, დარეგისტრირდეს ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფი 18 წლის ასაკიდან ზემოთ. დღევანდელი დღის მონაცემებით, 14 000-მდე ჯავშანი იყო შევსებული „სინოფარმზე“. ასევე, ასტრაზენეკაზე მიმდინარეობს აქტიური ვაქცინაცია 55 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვის. პენიტენციური სამსახურიც აქტიურადაა ჩართული, მისი თანამშრომლების ვაქცინაცია მოხდა გუშინ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით. ეს პროცესი გრძელდება სხვა უწყებებშიც და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დოზები, „ასტრაზენეკაც“ და „სიმოფარმიც“ დროულად იყოს გამოყენებული“, – განაცხადა გაბუნიამ. 

მსგავსი თემები