,,ის მთაც მოგლეჯილია, ვაიმე ინგრევა ყველაფერი”- სტიქია გურიაში

გურიაში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა – ძლიერი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საველე საბარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.

სტიქიის ადგილებზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და კომპეტენციის ფარგლებში ატარებენ საჭირო ღონისძიებებს.

ამ ეტაპზე გურიაში, სხვადასხვა სოფელში, 3 პირის, მათ შორის 2 არასრულწლოვანის მიმართ მიმდინარეობს ძებნის ღონისძიება.

,,ის მთაც მოგლეჯილია. ვაიმე ინგრევა ყველაფერი…ჩვენს გზას რა ეშველება, ვაიმე დედა გვიშველეთ…აქ არ იყო მდინარე, პატარა კვალი გადადიოდა,”- ამბობს მოქალაქე და სტიქიის ზონიდან ვიდეოს ავრცელებს.

მსგავსი თემები