უხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის ორ მონაკვეთზე მიწის შვავი ჩავიდა – მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის მე-2 და მე-12 კმ-ებზე მიწის შვავის ჩამოსვლის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

უწყების ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთებზე წყლის დონის დასტაბილურებისთანავე, გაწმენდითი სამუშაოები მყისიერად დაიწყება, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგეს.

 

მსგავსი თემები