მსოფლიოს ყურადღება აქ არის – ერთად ვნახოთ რა ხდება ჩუნცინში

ინტელექტუალური ავტომანქანები და გაციფრულებული სამყარო, რას არ ნახავთ აქ. „ჭკვიანი ჩინეთი ექსპო“ – ეს არის სიმპოზიუმი, რომელიც დღეს ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში იმართება. მისი მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, მრეწველობაში, ეკონომიკასა და ვაჭრობაში.

სიმპოზიუმი ფოკუსირებულია ინტელექტუალურ, ახალი ენერგიის სატრანსპორტო საშუალებებზე. მასში მონაწილეობენ სახელმწიფო ლიდერები, უცხოელი მაღალჩინოსნები, სხვადასხვა ბრენდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, მინისტრები. პარალელურად, უზარმაზარ სივრცეში, სადაც ათეულობით პავილიონია გახსნილი, წარმოდგენილია უახლესი ტექნოლოგიები, პროდუქცია საავტომობილო მიმართულებით.

ციფრული ეკონომიკა და მოდერნიზაცია სიმპოზიუმის ერთ-ერთი მიმართულებაა. განიხილება საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია კიბერუსაფრთხოებასთან.

წარმოდგენილია ინტელექტუალური ავტომანქანები, რომლებიც ჩინეთში იწარმოება, კონკრეტულად კი ჩუნცინის პროვინციაში, სადაც 32 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

„ციფრული ცივილიზაცია არის ახალი ეპოქა, რომელიც ჩვენ ახალ საუკუნეს მოგვიტანს“ – აღნიშნა ერთ-ერთმა მინისტრმა საკუთარ სიტყვაში, რომელმაც „ციფრული ჩინეთის“ პრეზენტაცია წარმოადგინა. ჩუნცინი არის ადგილი, სადაც მსოფლიოს ცივილური საზოგადოებაა შეკრებილი და სადაც ასობით ახალი პროდუქციის დებიუტი იმართება.

ეკა გულუა ჩინეთიდან

მსგავსი თემები