ბორჯომში 35 წლის კაცი მე-5 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

ბორჯომში, ხუთსართულიანი შენობიდან 35 წლის კაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროში გადაასვენეს. ექსპერტის, დავით მერაბიშვილის განცხადებით, ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.

გარდაცვლილი შპს ,,ბესთ ბილდ გრუპში” იყო დასაქმებული, რომელიც ბორჯომში სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა.

რა მუხლით დაიწყო შსს-მ მომხდარზე გამოძიება და დაიწყო თუ არა შრომის ინსპექციის სამსახურმა მომხდარის მოკვლევა, ამ ეტაპზე უცნობია.

მსგავსი თემები