,,რუსებო, რას მიეთრევით საქართველოში? იქ ფული მიგაქვთ”- სკაბეევა

რუსებო, რას მიეთრევით საქართველოში? იქ ფული მიგაქვთ – ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტმა პროპაგანდისტმა, ოლგა სკაბეევამ განაცხადა.

რუსი ჟურნალისტი საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს ბათუმის პორტში შესვლის გამო განვითარებული მოვლენებს გამოეხმაურა.

„რუსებო, რას მიეთრევით საქართველოში? იქ ფული მიგაქვთ. რამდენ შეურაცხყოფას და სიბინძურეს ხვდებით იქ ყოველ ჯერზე და ამის მიუხედავად რუსი ტურისტები ამ დანაშაულებრივი რეჟიმის სპონსორობას მაინც განაგრძობენ.” – განაცხადა ოლგა სკაბეევამ.

ცნობისთვის, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande ბათუმში ორშაბათს გამთენიისას შემოვიდა.  მოქალაქეები გემის შემოსვლას პროტესტით დახვდნენ. აქცია 30 ივლისს ღამით დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.

მსგავსი თემები