„სიტყვა „დამხობა“ ჩვენთვის მიუღებელია“- მამუკა ხაზარაძე

  •  

პოლიტიკური მოძრაობის “ლელო  საქართველოსთვის” თავმჯდომარე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

“ნებისმიერი ადამიანის თავისუფლებაზე ყოფნას მივესალმები, რომელიც მოიხდის სასჯელს. რაც შეეხება განცხადებას, ჩემთვის პირადად მიუღებელია სიტყვა “დამხობა”. ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს რევანში, უნდა დამთავრდეს ხელისუფლების დამხობის გზით და რევოლუციური გზით შეცვლა.

ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ არჩევანი ჩვენი ხვალინდელი დღისთვის, პროგრესისთვის. ჩვენ მსგავს თანამშრომლობას არ ვაპირებთ, შესაბამისად, არც არაფერი შეხვედრა არ იყო და არც იგეგმება,“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი თემები