რუსეთმა ხერსონი განმეორებით დაბომბა

რუსეთმა ხერსონი კიდევ ერთხელ დაბომბა. განმეორებითი დაბომბვის შედეგად ოთხი მაშველი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

,,წმინდა ეკატერინეს ტაძარში დაბომბვის შედეგად გამოწვეული ხანძრის ჩაქრობისას მოხდა განმეორებითი დაბომბვა. დაშავდა საგანგებო სიტუაციების სამსახურის ოთხი თანამშრომელი. ყველა მათგანი ჰოსპიტალიზებულია, იღებენ საჭირო დახმარებას. დაზიანებულია სპეციალური ტექნიკა,”- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში.

 

მსგავსი თემები