„ჩვენ ვართ გამწარებული მშობლები“ – აქცია რუსთაველზე

აქონდროპლაზიით დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები აქცია-მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან დაიწყეს და რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან. მათ მხარდაჭერას პოლიტიკური სუბიექტები, სამოქალაქო საზოგადოება და რიგითი ადამიანები უცხადებენ.

როგორც მშობლები აცხადებენ. არსად წასვლას არ აპირებენ სანამ არ მიიღებენ პრირეპარატს, რომ მათი შვილებისთვის სახელმწიფო პრეპარატს შემოიტანს.

„ჩვენ ვართ გამწარებული მშობლები”; “ჩვენ შვილებთან დამარცხებულები არ მივალთ” – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათი მოთხოვნაა აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტის, „ვოსორიტიდის“ ქვეყანაში შემოტანა და მედიკამენტის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება.

მთლიანობაში საუბარია 17 ბავშვზე.

 

მსგავსი თემები