„ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ უარს ვამბობდით ამ მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანაზე“ – თამარ გაბუნია  

“მედიკამენტი ჯერჯერობით არცერთ სტანდარტულ მკურნალობაში შეტანილი არ არის. როდესაც საქმე გვაქვს არასტანდარტულ მკურნალობასთან, საჭიროა მეტი სიფრთხილე, მეტი დრო და გარკვეული ეტაპების გავლა”, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრია მოადგილე თამარ გაბუნია, მედიკამენტვოსორიტიდთან“ დაკავშირებით.

მისი განმარტებით, სამინისტროს პოზიცია არის შემდეგი-გაგრძელდეს მუშაობა იმ მიმართულებით, რომ უწყებამ მაქსიმალურად უსაფრთხოდ მოახერხოს მედიკამენტის ქვეყანაში დანერგვა.

„ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ უარს ვამბობდით ამ მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანაზე. მწარმოებელთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სამინისტრომ კონსულტაციები დაიწყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ევროპის იშვიათი დაავადებების ასოციაციასთან, მწარმოებელთან გასული წლის ბოლოს. თუ ამ მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანის ინტერესი არ გვქონდა, მაშინ რა მიზნებს ემსახურებოდა ეს კონსულტაციები, რაც დღესაც გრძელდება?! ამ ტიპის ფორმატში ძალიან რთულია კონსტრუქციული გადაწყვეტილების მიღება. თუ ეს ყველაფერი ბავშვის ინტერესს ემსახურება, მაშინ მთავარია, რომ ეს ყველაფერი გადავიდეს ისევ კონსტრუქციულ, სამეცნიერო რეჟიმში და ვიმსჯელოთ რისკებზე. იმ რისკების გადაზღვევის გზებზე, რაც შესაძლებელია ქვეყანაში ინოვაციური მედიკამენტის დანერგვას უკავშირდებოდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები