ლევან იოსელიანი კანცელარიასთან მიმდინარე მშობლების აქციაზე მივიდა

სახალხო დამცველი კანცელარიასთან მიმდინარე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების აქციაზე მივიდა.

,,ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ამ მედიკამენტის ავკარგიანობაზე, სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ ამაზე. ჩვენი ინტერესია, რომ ბავშვების ინტერესების სასარგებლოდ გადაწყდეს ეს საკითხი. თუ სამედიცინო თვალსაზრისით ეს მედიკამენტი აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, რომ ის უნდა მიიღონ ამ ბავშვებმა, მაშინ ჩვენ მედიაციას ვახდენთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ ეს გადაწყვეტილება იქნას მიღებული. ჩვენ მშობლების ინტერესებიდან გამომდინარე ვაკეთებთ ამას, იმიტომ, რომ მათ მოგვმართეს პირველივე დღიდან და ამიტომ ჩავერთეთ ამ პროცესში”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მსგავსი თემები