,,რუსეთის დამარცხება არის ევროპის ნორმალური ცხოვრების გარანტია”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ევროკავშირის კოლეგებს მოუწოდა დააჩქარონ უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება, რადგან მასზეა დამოკიდებული ევროპის უსაფრთხოება.

მან ევროპელ კოლეგებს მოუწოდა დააჩქარონ მიწოდება და უზრუნველყონ უკრაინის გადამწყვეტი უპირატესობა რუსეთთან ბრძოლის ველზე.

“რუსეთის დამარცხება არის ევროპის ნორმალური ცხოვრების გარანტია. ახლა უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა არ არსებობს. ამის მისაღწევად უკრაინას მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა სჭირდება და ეს ყველაფერი რაც შეიძლება მალე უნდა იყოს მიწოდებული”, – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი თემები