,,არასდროს გვითქვამს, რომ უარს ვამბობთ ამ მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანაზე”- თამარ გაბუნია აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტზე

,,ჩვენ არასდროს არ გვითქვამს, რომ უარს ვამბობთ ამ მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანაზე, მწარმოებელთან მოლაპარაკებები მიდის”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ აქონდროპლაზიის სინდრომის სამკურნალო მედიკამენტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტრომ  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ევროპის იშვიათი დაავადებების ასოციაციასთან, მწარმოებელთან, კონსულტაციები გასული წლის ბოლოს დაიწყო.

,,ჩვენ არასდროს არ გვითქვამს, რომ უარს ვამბობთ ამ მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანაზე, მწარმოებელთან მოლაპარაკებები მიდის, სამინისტრომ კონსულტაციების დაიწყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ევროპის იშვიათი დაავადებების ასოციაციასთან, მწარმოებელთან, გასული წლის ბოლოს. თუ ინტერესი არ გვქონდა ჩვენ ამ მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანის, მაშინ რა მიზნებს ემსახურებოდა ეს კონსულტაციები, ეს კონსულტაციები დღესაც გრძელდება. ამ ტიპის ფორმატში ძალიან რთულია კონსტრუქციული გადაწყვეტილებების მიღება, ამდენად ბავშვის ინტერესი ვისაც აქვს, თუ ეს ყველაფერი ბავშვის ინტერესს ემსახურება, მთავარია ყველაფერი გადავიდეს ისევ კონსტრუქციულ, სამეცნიერო რეჟიმში და ჩვენ ვიმსჯელოთ იმ რისკებზე, რისკების გადაზღვევის გზაზე, რაც შეიძლება ახალი ინოვაციური მედიკამენტის დანერგვას ქვეყანაში უკავშირდებოდეს,”- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები