მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები ახალ მოძრაობას აფუძნებენ

მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები მის გადასარჩენად ერთიანდებიან. “პირველების” მიერ გავრეცელებული ინფორმაციით, 28 აპრილს მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები ახალ მოძრაობას” გადავარჩინოთ მიშა” დააფუძნებენ და საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.

ორგანიზაციის გარშემო სხვადასხვა პროფესიის მოქალაქეები გაერთიანდებიან და ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ.

მიშა საჭიროებს ყველანაირ მხარდაჭერას, ჩვენ ვალდებულები ვართ ოჯახის წევრები ყველანაირად გვერდში დავუდგეთ. რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული – რეგიონებში გასვლა, უფრო აქტიური კომუნიკაცია ხალხთან, რომ უფრო მასშტაბური მშვიდობიანი პროტესტი იყოს რომ ეს ადამიანი გადაყვანილ იქნას საზღვარგარეთ, დღეები არ ითმენს ნამდვილად უნდა გადავიყვანოთ საზღვარგარეთ სამკურნალოდ რომ მიშას შევუნარჩუნოთ სიცოცხლე”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ძმა, გიორგი სააკაშვილი.

მსგავსი თემები